2024 წლის 10 ნოემბრიდან, ევროკავშირი სასაზღვრო კონტროლის ახალ სისტემაზე გადადის, რაც საზღვრის კვეთის ციფრულ აღბეჭდვას ითვალისწინებს EU-ს საგარეო საზღვრის კვეთის თითოეულ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს მგზავრის სახელს, სამოგზაურო დოკუმენტებს, ბიომეტრიულ მონაცემებს, მათ შორის თითის ანაბეჭდებსა და ფოტოებს, ასევე საზღვრის კვეთის დროსა და ადგილს. სისტემა იმუშავებს იმ შემთხვევაშიც, თუ მგზავრი რაიმე მიზეზით საზღვარზე არ დაიშვება. ასე ცდილობს ევროკავშირი გაზრდოს უსაფრთხოება და შეამციროს დრო პასპორტ კონტროლის მგზავრებისთვის სამოგზაურო პროცედურების დროს შეამცირებს. ასევე , იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან (მათ შორის საქართველო), მოგზაურობისას წინასწარი რეგისტრაცია მოუწევთ ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში - ETIAS - რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რამდენიმე წელია ავადებს. ETIAS, სავარაუდოდ, EES-ის ამოქმედების შემდეგ შევა ძალაში.